ჩემი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე :)

თქვენ მე უკვე მიცნობთ, ჩემი მეგობრებიც და სოფელიც გაიცანით, ახლა კი მე მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე. მე ყოველ კვირას დავდებ ახალ-ახალ ამბავს ან რაიმე მოსაზრებას სხვადასხვა მოვლენასა თუ საკითხზე.:):)
  დღევანდელი პირველი თემა კი იქნება: 
თემა 1:      გასართობი შოუები, ფილმები და მულტფილმები
ალბათ ყველა ბავშმა კარგად იცის საბავშვო მულტფილმი "ტომი და ჯერი". ეს ძალიან მხიარული და ყველასათვის საყვარელი მულტფილმია. მე ეს მულტფილმი ძალიან მიყვარს და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო ყურება მაინც არ მბეზრდება იმდენად სასაცილოა, იმედია თქვენც ასე ხართ:):) ჩემი აზრით ეს მულტფილმი კარგია იმ მხრივ რომ საინტერესოც არის და მხიარულიც რადგან ბავშვები დააინტერესოს და გაამხიარულოს. სწორედ ამიტომ ამჯობინებს ბავშვთა უმეტესობა ამ მულტფილმს. არსებობს ისეთი მულტფილმებიც რომლებიც საინტერესოა, მაგრამ არ არის სასაცილო და პირიქით საშიშიც კი არის. ჩემი აზრით კი ასეთი მულტფილმი ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს და მათ შიშის შეგრძნება რჩებათ ან აგრესიულები ხდებიან. აი გასართობი შოუები კი ჩემი აზრით ძალიან სახალისოა მაგალითად:"ჰანა მონტანა"(Hanah Montana) ან "აიქარლი"(ICarly). ასეთი გადაცემები საინტერესოც კი არის, ხოლო რაც შეეხება ფილმებს,. ფილმები სხვადასხვა ჟანრისაა, მაგალითად: სათავგადასავლო, კომედია, დეტექტივი და სხვა. ასე რომ უყურეთ და გაერთეთ...:):):)
                                                                                 მომავალ კვირამდეეე....:):):)


 თემა 2:  ექსკურსია ქუთაისში

ქუთაისი უძველესი ქალაქია. მისი მოსახლეობა 192.500 ათასი ადამიანია. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. ქუთაისში არის ბაგრატის ტაძარი. ის აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე ბაგრატ III-ის მეფობაში, ქუთაისში "უქიმერიონის გორაზე". მე ამ ზაფხულს ჩემს დეიდასთან, ბიძასთან და დეიდაშვილთან ერთად ვიყავი ქუთაისში სადაც ვნახეთ ეს ულამაზესი ტაძარი და სურათებიც გადავიღეთ, მაგრამ ამ დროს ჯერ კიდევ დასასრულებელი იყო ტაძრის რემონტი.


ქუთაისში ასევე ვნახეთ გელათის მონასტერი. იგი შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. გელათის მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით, მდინარე წყალწითელის ხეობაში. ჩვენ აქაც გადავიღეთ სურათები:



აქ მდებარეობს გელათის აკადემია ძვლი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან ერთად დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. მან აკადემიაში შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ: იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. ჩვენ დავათვალიერეთ გელათის აკადემია და ბევრი რამ შევიტყვეთ მის წარსულზე გიდის დახმარებით და თან სურათებიც გადავიღეთ სწავლულების სამუშაო მაგიდასთან რომელიც ძალიან ძველია.




მე და ჩემი დეიდაშვილი გელათის აკადემიაში მაგიდასთან.




აქ კი დავით აღმაშენებლის საფლავთან ვართ, რომელიც მონასტრის შესასვლელ ჭიშკართან მდებარეობს.



აკადემიის ქვეშ იყო მარანი და პატარა საკუჭნაო. მარანში სამწუხაროდ ვერ ჩავედით მაგრამ მის თავზე იყო მინა საიდანაც ვხედავდით მარანს. საკუჭნაო ოთახში კი ჩავედით მაგრამ იქ სიცარიელე დაგვხვდა.


ეს წყაროა სადაც ხალხი ხურდებს ყრის.



ასევე ჩვენ ვნახეთ მოწამეთას მონასტერი, სადაც ძალიან ლამაზი ადგილებია. აქ იყო კლდე ძალიან მაღალი და ამ კლდეზე იყო ჭა რომელიც ძალიან ღრმა იყო. კლდიდან გადასახედი იყო საიდანაც ჩანდა მდინარე რომელიც კლდის ძირას მიედინებოდა. აქედან გადახედვაც კი საშიში იყო იმდენად მაღალი იყო. თუ გადაიხედებოდი თავბრუ დაგეხვეოდა.




თემა 3: ძველი ეგვიპტური მითოლოგია.
მე ძალიან მიყვარს ეგვიპტური მითოლოგია, ამიტომაც დღეს მე გიამბობთ ეგვიპტურ მითოლოგიაზე ჩემს მიერ მოძიებულ წყაროებს.
ეგვიპტური მითოლოგია
ქურუმები
ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.

ეგვიპტური დამწერლობა
ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.

ეგვიპტური დამწერლობა


ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. წ. XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. წ. XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე)
წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.
1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 წ.) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

მითოლოგია
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.

ღმერთები
ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.
დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.

ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.

სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.

ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).

ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.

ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები.